ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი
FaceBook
6 მაისის მონაცემებით საქართველოში აცრილია - 51600 ადამიანი, დღიურად  - 3651.

სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 51  დღე. 

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდა ვაქცინაციის პროცესში , სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ. დღეის მდგომარეობით აცრა შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებსაც.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით 30 სამედიცინო პუნქცია მობილიზებული, ხვალისთვის მათ კიდევ 44 დაემატება.

"სინოფარმი" რიგით მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" შემდეგ შემოვიდა. არსებული მდგომარეობით, ეს უკანასკნელები მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და 55 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.



Print