ახალი ამბები
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული გაიფიცნენ
FaceBook
ავტობანის მშენებლობაზე ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებულები გაიფიცნენ.

ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. მათი თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ.

გაფიცულების თქმით, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტიტების ხარჯები შედის. ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია "ჰუ ნა ნი" ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზოვენ.

შეთავაზება მოუღებელია აქციის მონაწილეებისთვის, ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჭერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.
Print