ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდ19 კიდევ 64 ადამიანს დაუდგინდა.
რეგიონში ამ ეტაპზე ვირუსზე 102 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19 788 ადამიანს დაუდგინდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში სულ ჩატარდა 9 790 ტესტით  კვლევა.
გამოვლენილ შემთხვევათა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.

Print