ახალი ამბები
"დღესასწაულებზე მშიერი ვრჩებით" - ტყიბულის უფასო სასადილოების ბენეფიციარების პროტესტი
FaceBook
ტყიბულში, უფასო სასადილოს ბენეფიციარები მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებს.
ბენეფიციარები აცხადებენ, რომ უფასო სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა და ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ. ასევე, აპროტესტებენ სააღდგომოდ გაცემულ ნობათს და განმარტავენ, რომ ორი დღის საკვებად ორი პასკა და ათი კვერცხი დაურიგეს.

"დღესასწაულებზე მშიერი ვრჩებით.  ჩვენი ძირითადი საკვები თევზი, გუფთა და ბორშია", - აცხადებენ ისინი. 

უფასო სასადილოს ხარისხით კმაყოფილია ბენეფიციართა ნაწილი, თუმცა ამბობენ, რომ სასურველია მომსახურება ყოველდღე იყოს. ბრალდებებს არ იზიარებს სასადილოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს ხარისხიანად მზადდება.

უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.



Print