ახალი ამბები
მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
FaceBook
მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, 10 აპრილს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით არ ამბობენ, მდინარის რა მონაკვეთშია ცხედარი ნაპოვნი და ეკუთვის თუ არა ის ნიკოლოზ ანთიძეს. 

"ჯერჯერობით ვიცით ის, რომ ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი", - აცხადებენ სამსახურში.

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი 20 დღის წინ გაუჩინარდა. ხეობაში ამბობდნენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა. როგორც ადგილობრივები ყვებოდნენ, მამაკაცი სხვებთან ერთად სადილობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა.მათივე თქმით ნიკოლოზ ანთიძის დახმარებას შეეცადნენ მაგრამ მან დახმარებაზე უარი თქვა და მდინარეში გაუჩინარდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
Print