ახალი ამბები
,,ფაიზერის'' დამატებით დოზას საქართველო ზაფხულში მიიღებს
FaceBook
საქართველო "ფაიზერის" ვაქცინას ზაფხულში მიიღებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როდის შემოიტანენ ვაქცინას საქართელოში კონკრეტული თარიღი მინისტრს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინის შემდეგ დოზას მიიღებს.

"აქ არის გარკვეული გაუთქმელობის პირობა, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ "ფაიზერი" იქნება ზაფხულში", - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს ამ ეტაპზე "ფაიზერის" მომწოდებელთან 1 მილიონ დოზაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

ქვეყანაში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთვნენ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის 2 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოში 40 801 ადამიანია აცრილი.


Print