ახალი ამბები
„მოსამართლის განაჩენი მცველების პირველი გამარჯვებაა“- ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა, კომპანია „ენკას“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, პროცესი დიდხანს გაგრძელდა და დანაკარგი მეტია ვიდრე კომპანია „ენკას“ ჯარიმა მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება მცველების პირველი გამარჯვებაა.



,,ჩვენ უნდა შევაფასოთ დღევანდელი დღე, რადგან სამინისტროს ქვეუწყებამ შეიტანა სარჩელი კომპანია „ენკას“ წინააღმდეგ და მოსამართლემ კომპანია „ენკას“ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.   ჩვენ რთული პროცესი გამოვიარეთ ამ დღემდე, სადაც ტრაქტორი ანგრევდა მთას, ჩავრთე ლაივი და წავედი ამ ნგრევის მიმართულებით. დავაწერინეთ ჩვენს ინსპექტირებას ოქმი და აღწერეს პროცესი,აიღეს კოორდინატები,იძულებული გახდნენ დაეწყოთ მოკვლევა რა სამუშაოები მიმდინარეობდა. პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ დასასრული დღეს მივიღეთ! ამ მოკვლევით გამომჟღავნდა, რომ მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა პროცესი,"- ამბობს ვარლამ გოლეთიანი წყალტუბოს მერიის წინ გამართულ აქციაზე.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ,,ენკა" სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ "ენკას" საქმეზე გადაწყვეტილება მესამე პროცესზე მიიღო. კომპანიის წარმომადგენელი არც ერთ სხდომას არ დასწრებია.
Print