ახალი ამბები
წყალტუბოში სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს
FaceBook
წყალტუბოში სასამართლო პროცესი ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ,,ენკასა" და გარემოს დაცვის სააგენტოს შორის აქციის ფონზე წარიმართება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სასამართლოს წინ არიან შეკრებილი.



რიონის ხეობის მცველის მირზა ნოზაძის თქმით,დღეს არის საბოლოო განაჩენის გამოტანის დღე.

,,საზოგადოება ნახავს როგორ იტყუება სახელმწიფო,როდესაც საუბრობს “ენკას“ მიერ სამუშაოების წარმოების კანონიერებაზე"- აღნიშნავს მირზა ნოზაძე


პირველი სასამართლო პროცესი 2021წლის 10 მარტს ჩატარდა, მეორე18 აპრილს.  ნამახვანჰესის კასკადის მშენებელი კომპანია ორივე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.




მეორე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ კომპანიის წარმომადგენლის გარეშე იმსჯელა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესახებ მტკიცებულებები.

მოსამართლე საბოლოო განაჩენს დღეს გამოიტანს.

რიონის ხეობის მცველებმა კომპანია „ენკას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თებერვალში შეიტანეს.
Print