ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 415 პაციენტი მკურნალობს. მათგან 94 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი.

თვითიზოლაციაში 1 720.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 307 401-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 878 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 288 816-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 077 პირი ემსხვერპლა.

27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.63%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 609 პისიარ ტესტით.
Print