ახალი ამბები
ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი იყო.

ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

,,ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


Print
თეგები: #ხანძარი