ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 413 პაციენტი მკურნალობს. მათგან 87 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

თვითიზოლაციაში 1 669.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 938-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 060 პირი ემსხვერპლა.

26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.48%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 პისიარ ტესტით.
Print