ახალი ამბები
ქუთაისში სააღდგომო ნობათის ბენეფიციარებზე გადაცემა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო.
სააღდგომო ნობათს სოციალურად დაუცველები,მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები მიიღებენ, ასევე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები და მადლიერების სახლის ბენეფიციარები.

მაყვალა ნიქაბაძე 68 წლისაა,ის ერთ-ერთია ვინც სააღდგომოდ ნობათს მიიღებს.

მაყვალა ნიქაბაძის თქმით, პროდუქტის ფასები პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძვირდა, სააღდგომო ნობათით კი შეძლებს რამდენიმე დღე თავი გაიტანოს.

,, რამდენიმე დღეში ავიღებ ნობათს. ბევრი არაფერია, მაგრამ რამდენიმე დღე დამეხმარება,“ - ამბობს სოციალურად დაუცველი მაყვალა ნიქაბაძე.

სასურსათო კალათას მაყვალას მსგავსად  ქალაქში მცხოვრები 4 000 ბენეფიციარი მიიღებს.

პროდუქტები სპორტის სასახლეში გაიცემა.

ნობათების შემადგენლობაში შედის 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, ნაღების კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, პასკა.

ნობათების შეძენაში მერიამ 188 760 ლარი დახარჯა.
Print