ახალი ამბები
საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება
FaceBook
საქართველოში, ცოტა ხანში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.

"კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება პისიარ ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

26 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 38 553 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 2887 ადამიანი.

Print