ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში კონკურსანტებმა ქალაქის ტურისტული სლოგანისა და ლოგოს 112 ნამუშევარი წარადგინეს
FaceBook
საუკეთესო სლოგანისა და ლოგოს  ავტორს თვის ბოლომდე დაასახელებენ.


ქუთაისის მერიაში, კონკურსანტებმა ქალაქის ტურისტული სლოგანის კატეგორიაში 85 ნამუშევარი, ხოლო ლოგოს კატეგორიაში 27 ნამუშევარი წარადგინეს.

კონკურსანტების შექმნილი ნამუშევრების შეტანა ქუთაისის მერიაში მიმდინარე წლის 9 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი განმარტავს, საუკეთესო სლოგანისა და ლოგოს ავტორის გამოვლენა თვის ბოლომდე მოხდება.

ქუთაისის მერიამ კონკურსი მეორედ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოაცხადა.

კონკურსზე წარდგენილ ნამუშევრებს  მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.

მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, გაორმაგებული იქნება კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად პირველად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა.

Print