ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები 30 აპრილიდან დაიწყება
FaceBook
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები 30 აპრილდან დაიწყება და 12 მაისს დასრულდება.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სააღდგომო არდადეგების გაზრდა სკოლებში უქმე დღეების გამოცხადებამ გამოიწვია.

"სააღდგომო არდადეგები 4 დღე გრძელდებოდა, თუმცა უქმე დღეების გამოცხადებამ დასვენების დღეები გაზარდა", - განმარტავს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო  ქუთაისის სკოლებში სრული დისტანციური სწავლა ამ ეტაპზე არც ერთ მათგანში არ მიმდინარეობს.

ქუთაისში 38 საჯარო, ათი კერძო სკოლა და 37 საბავშვო ბაღია.

Print