ახალი ამბები
ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა
FaceBook
ქუთაისის N32-ე; N35-ე და N37 ბაგა ბაღებში, კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხლემძღვანელი დათო წიტაიშვილის თქმით, ბაღებში კორონავირუსი დაფიქსირდა.

"გეგმიური ტესტირების დროს, სამ საბავშვო ბაღში დაფიქსირდა თანამშრომლების ინფიცირება,სწავლა განახლდება ორი კვირის შემდეგ", - განაცხადა დათო წიტაიშვილმა.

საბავშვო ბაღები ამ ეტაპზე კოვიდპანმდემიით გათვალისწინებული რეკომენდაციით მუშაობენ:

მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ;

აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა გადაიყვანენ იზოლაციაში.

ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულოა აღმზრდელების გარდა, მზარეულებისთვისაც.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2020 წლის ნოემბერში შეწყდა.

ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.
Print