ახალი ამბები
"ვიწყებთ რეგიონების განახლების პროექტს" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განახლების პროექტი დაანონსა.

როგორც  მთავრობის მეთაურმა სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის 63-ივე მუნიციპალიტეტში დაიწყება კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებისა და  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

პრემიერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარია და პროექტებზე ტენდერები თვის ბოლომდე გამოცხადდება.

"საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უდნა გავხადოთ უფრო მიმზიდველი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის.  რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი პირველ რიგში ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებსაც მუნიციპალური ფონდი განახორციელებს, ივნისიდან დაიწყება.
Print