ახალი ამბები
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილთან კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია
FaceBook
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების უმეტესობასთან კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა შეთანხმებას მიაღწია. 

კომპანიის ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.

დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის'' ცნობით,  2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.
ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს:

მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას.

ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 50 ლარის ოდენობით.

ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს.

ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.

ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი" და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან, დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან.

„კი ყველას გვინდა ხელფასის 50 -100%-იანი მატება, მაგრამ  დასაფიქრებელი თემა იყო, რასაც კომპანია გვთავაზობდა. მათი შემოთავაზებით რიგ თანამშრომელს 60%, 80%, 100% - თაც გაეზარდათ შემოსავალი. მაგალითად, არიან ქალი თანაშრომლები, დამლაგებლები,  რომელთაც 300 ლარი ქონდათ ხელფასი. ამ შემოთავაზებით მათი ხელფასი გაიზარდა 100%-ით.  50%-ით რომ გაზრდილიყო მათთვის იქნებოდა არაფერი 400 ლარს აიღებდა ახლა  700 ლარამდე აიღებს. ამიტომ  იყო ეს შემოთავაზება დასაფიქრებელი. დავფიქრდით და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება", -  ამბობს მაღაროელი გივი შერგელაშვილი. 

ჭიათურაში  3000-მდე მაღაროელი ორი დღის განმავლობაში იყო გაფიცული. ყველა ობიექტი გაჩერებული გახლდათ. მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ. 


Print