ახალი ამბები
"ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ" - ხეობის მცველებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს
FaceBook
რიონის ხეობის მცველებმა გუმათჰესიდან ქუთაისში გადაინაცვლეს და  ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს.
"ხალხს აქვს მორალური უფლება დადგეს ჩვენს გვერდით. ჩვენი მიზანია, ჩვენი მიწის და ქვეყნის დაცვა, ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის ნების აღმსრულებელი, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, საფლავამდე მივიყვანთ. ვაჩვენებთ უსუსურ ხელისუფლებას და ოპოზიციას და საერთაშორისო საზოგადოებასაც როგორ უნდა იცავდეს მოქალაქე სახელმწიფოებრივ ინტერესს", -  განაცხადეს ხეობის მცველებმა.



ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანია  ვარაუდობს, რომ დღის ბოლოს პოლიაცია აქციის მონაწილეების დაჯარიმებას დაიწყებს.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ჯებირების აღების და ნამახვანისკენ გზის გახსნის შეპირება არ შესრულდა. მცველებმა გუამთჰესთან გამაგრებული სამართალდამცავებიდან პასუხი ვერ მიიღეს. მათ არც გადაადგილების უფლება მიეცათ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 18 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს.

აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.


Print