ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციას მოუწოდებენ ნამოხვანისკენ გაუშვან
FaceBook
რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი გუმათჰესთან მობილიზებულ  სამართალდამცავებს  მოუწოდებს,აქტივისტებს სოფელ ნამოხვამში  გადაადგილების უფლება მისცენ.


,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პარალელურად მიმდინარეობს აქცია სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში.ხელისუფლების მხრიდან გრძელდება აღიარებითი ჩვენების მიცება ქართველი ხალხის მიმართ, ხელშეკრულებას აქვს ხარვეზები და ეს დამტკიცდა მათი განცხადებებითაც, ის რომ პრობლემა არსებობს აღიარებებ, მაგრამ როგორ უნდა გადაწყდეს ამას -  არა, ჩვენ გადავინაცვლებთ ჯებირთან, მოვითხოვთ გადავაადგილდეთ ნამოხვანისკენ მშვიდობიანად, ამიტომ მივდივართ პოლიციასთან"-, განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვენეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი სამართალდამცავებთა შორის არ გამოჩენილა, პოლიციელები კი გუმათჰესთან რკინის კონსტრუქციასთან მობილიზებული არიან და აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 13 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაიმართება.

აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.
Print