ახალი ამბები
13 ადგილი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები ერთდროულად გაიმართება
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 13 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაიმართება.

ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციები მშვიდობიანი იქნება და ის დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.

გუმათი — ჰესთან

ბათუმი — ერას მოედანი

ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე

ბოლნისი — ცენტრალური შესასვლელი

რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერი

ზუგდიდი — მთავარი მოედანი

ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან

წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან (ტაბიძის ქუჩა)

ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან.

აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლებიდან უარი მიიღეს. 

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.
Print