ახალი ამბები
საქართველოში Covid -19-ის საწინააღმდეგო აცრა სულ 37590-მა მოქალაქემ გაიკეთა
FaceBook
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1533 ადამიანი აიცრა. 

23 აპრილის მონაცემებით კი, ვაქცინა სულ 37590-მა მოქალაქემ გაიკეთა.

საქართველოში ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა, ჯერჯერობით, ორი — AstraZenecaა-სა და Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.

ქვეყანაში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთვნენ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის 2 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო.


Print