ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 403 პაციენტი მკურნალობს. მათგან 102 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი.

თვითიზოლაციაში 1 210.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.62%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 958 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 801 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 157 პისიარ ტესტით.
Print