ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტული ლოგოს შესარჩევი კონკურსი დასრულებულია
FaceBook
ქუთაისის მერიამ კონკურსი მეორედ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა.


ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი უკვე დასრულებულია. კონკურსზე წარდგენილი სლოგოების და ტურისტული ლოგოებს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს. შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობა საზოგადოების წარმომადგენლებსაც ექნებათ. თუმცა, კონკრეტულად, რა ფორმით მოხდება დაინტერესებული პირების ჩართულობა შერჩევის პროცესში,  ამაზე განმარტებას მერიაში დღეს გააკეთებენ.

ქუთაისის მერიამ კონკურსი მეორედ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა.

მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, გაორმაგებული იქნება კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ასევე, საჯარო იქნება კონკურსანტების მიერ წარდგენილი სლოგანები და ლოგოები. მესამე ცვლილება კონკურსში მოქალაქეების ჩართულობას შეეხება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად პირველად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა.



ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ლოგო და სლოგანი - დისკუსია ქუთაისიპოსტი (ვიდეო)
Print