ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
FaceBook
ჭიათურაში მარგანეცის მომპოვებელი ყველა ობიექტი გაჩერებულია.
მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

მაღაროში დასაქმებულები მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან  შეიკრიბნენ და ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს. მათი თქმით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე შემოსავალი იგივე რჩებათ, რაც ოჯახების გამოსაკვებადაც არ ჰყოფნით. გაფიცულია 3000-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, მაღაროელებთან ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


,,ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი ამ დილიდან გაჩერებულია. ისინი მოითხოვენ ერთადერთ რამეს-  გაიზარდოს ხელფასები 50%-ით. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და კომპანიის საბოლოო შემოთავაზებაა 250 ლარის მატება თითოეულ დასაქმებულს, რაც საშუალო 25%-ის მატებას ნიშნავს, რაც პროფკავშირისთვის მისაღები არ არის, შესაბამისად გაფიცვა გრძელდება", - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

გაფიცული მაღაროელების თქმით, გაფიცვას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
Print