ახალი ამბები
საქართველოში ინფიცირების 1 271 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 71
FaceBook
ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
Print