ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლო გოგი წულაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.
საქალაქო სასამართლო პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

,,სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისთვის სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა - პატიმრობა არასდროს გამოყენებულა''-, ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინცორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

13 აპრილს საქართველოში მოქმედი ოცზე მეტი ოპიზიციური პარტია გოგი წულაიას მხადამჭერ განცხადება გაავრცელეს.

პარტიებმა განცხადებაში გოგი წულაიას საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტზე მიუთითეს.

განცხადებას ხელს აწერენ:

გირჩი-მეტი თავისუფლება

ევროპული საქართველო

მოძრაობა დროა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლეიბორისტული პარტია

გამარჯვებული საქართველო

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა

ახალი ქრისტიან დემოკრატები სამართლიანობისთვის

ლელო საქართველოსთვის

სტრატეგია აღმაშენებელი

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

ევროპული დემოკრატები

კანონი და სამართალი

პროგრესი და თავისუფლება

ქართული არჩევანი

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

ეროვნულ დემოკრატიული პარტია

სახელმწიფო ხალხისათვის

თავისუფალი საქართველო

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის

ქრისტიან კონსერვატული პარტია

ემსახურე საქართველოს.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა, 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
Print