ახალი ამბები
ქუთაისში ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა  სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა  2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, "თიბისი ფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

,,ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები''-, განმარტავენ უწყებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
Print