ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა ვიზიტორთა მიღება განაახლა
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მიღება განახლდა.
ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ზაზა რამინაშვილის თქმით, ვიზიტორთა მიღება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

"დღეს დავიწყეთ ვიზიტორთა მიღება, მალე აეროპორტიც უფრი დატვირთული იქნება, უცხოელი ტურისტებიც მოვლენ და ქართველებიც''-, ამბობს  ზაზა რამინაშვილი.

ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა მიღების საათები გახანგრძლივდება 20:00 საათამდე.

ეპიდემიური ვითარებიდან გამდინარე  ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო.
Print