ახალი ამბები
კომპანია ,,ენკა'' ნამოხვანში სამუშაოებს აგრძელებს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია  "ენკა'' ჰესების მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს.
ხეობაში  სამი აპრილიდან დაძაბული ვითარების და დაპირისპირების მიუხედავად ხეობაში სამუშაოების ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

ამის გარდა,  სამუშაოების შეჩერება იყო ერთ-ერთი პირობა, რომელიც  15 აპრილს  ხეობის  მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა.

"სამუშაოები არ გაჩარებულა, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. არაფერი შეცვლილა", - განმარტავენ კომპანიაში.

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად 3 აპრილიდან, მას შემდეგ განახლდა, რაც ადგილზე კომპანია "ენკას" ახლადდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ, მაშინ შეიყვანეს დამატებით მძიმე ტექნიკაც.   

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print