ახალი ამბები
ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა სამ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს
FaceBook
ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა საჭადრაკო სკოლების მეგობრულ მატჩ-ტურნირში გაიმარჯვეს.
ტურნირი 3 ასაკობრივ კატეგორიაში: U10, U12, U14 ჩატარდა, მასში ოთხი ქვეყანა მონაწილეობდა : საქართველო, უნგრეთი, თურქეთი და ყაზახეთი. საქართველოს გუნდი ყველა ამ კატეგორიაში გამარჯვეული გახდა.

ქუთაისის 10 წლამდე  გუნდს: ანდრია კვირიაშვილი, გაბრიელ გაბადაძე, დავით თათვიძე და ბარბარე აშოთია წარმოადგენდნენ. პირველ ტურში, მთავარ კონკურენტთან - ყაზახეთის გუნდთან გადამწყვეტ შეხვედრაში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს მეტოქე, მეორე და მესამე ტურში კი, უნგრეთთან და თურქეთთან, ოთხივე დაფაზე გაიმარჯვეს.

12 წლამდე გუნდს: გიორგი გიორგაძე, კესარია მგელაძე, დათა ყალაბეგაშვილი და მართა სორდია წარმოადგენდნენ. მათ ყაზახეთის გუნდი ანგარიშით 2.5:1.5 დაამარცხეს, უნგრეთს და თურქეთს კი, ასევე მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგეს.

14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ჩვენი გუნდს: დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე ვასიკო შაპოვალოვი და ანასტასია კირთაძე წარმოადგენდნენ. ყაზახეთის გუნდთან ბრძოლა მათ ფრედ, 2:2 დაამთავრეს, უნგრეთს ანგარიშით 4:0, ხოლო თურქეთს 3:1 მოუგეს.

ტურნირი 17 აპრილს, თბილისში ჩატარდა. 

ტურნირის ორგანიზატორი უნგრეთ-თურქეთის ბიზნეს ასოციაცია "TURKCHAM"  გახლდათ.
Print
თეგები: #ჭადრაკი