ახალი ამბები
ტოლერანტობის დღე და სოლიდარობა ფრანგ ხალხს - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის კლუბის "ჰუმანისტების " ორგანიზებით, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია მოეწყო.

"ჩვენი სკოლა ყოველწლიურად ეხმაურება 16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს. წელს გადავწვიტეთ მასშტაბური აქციით საზოგადოებისთვის შეგვეხსენებია, თუ რამდენად მნიშვლელოვანია ტოლერანტობა. ამისთვის გვაქვს კოსტუმირებული წარმოდგენები, სურვილების ხე და ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს"- აცხადებს ქუთაისის მე-14 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მირანდა ლაზარიაშვილი. 

აქციაზე წარმოდგენილი იყო საფრანგეთის დროშაც.

ტოლერანტობის დღე, გაეროს გენერალური ანსამბლეის ინიციატივით, 1996 წლის შემდეგ აღინიშნება.

Print