ახალი ამბები
ქუთაისში ორი ათასზე მეტი მოსწავლე დისტანციურად სწავლობს
FaceBook
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში 2231 მოსწავლეა გადასული დისტანციურ სწავლებაზე.
Ჰიბრიდული სწავლების ფორმას იყენებს 45 კლასი.

Ბოლო მონაცემებით არ დახურულა არც ერთი სკოლა. ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლას საკლასო ოთახებში აქვს განახლებული სასწავლო პროცესი.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, დაიხურა ორი ბაღი (32-ე და 35-ე ), სადაც  პედაგოგებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბაღის პედაგოგებს ტესტირება ყოველ შაბათ-კვირას უტარდებათ. 

ქუთაისში 38 საჯარო, ათი კერძო სკოლა და 37 საბავშვო ბაღია.

დისტანციური სწავლების, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაარეგისტრიროს შვილი online.emis.ge-ზე ან მივიდეს სკოლაში და მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი.



Print