ახალი ამბები
მდინარე რიონში დაკარგულ მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ
FaceBook
მამაკაცს, რომელიც მდინარე რიონში 10 აპრილს გადახტა,  ამ დრომდე  ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამძებრო ღონისძიებები გრძელდება და მასში ჩართულია თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სამაშველო  ჯგუფები.

"სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის საშუალებით", -  განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, 10 აპრილს გადახტა. ხეობაში ამბობენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად  სადილობდა, რის შემდეგ გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ამევე თემაზე:

მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში თბილისის სამაშველოც ჩაერთო

Print