ახალი ამბები
,,თქვენო უდიდებულესობავ"- მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
23 , 25 აპრილს, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება.

ნუგზარ ლორთქიფანიძის ერთ მოქმედებიან ფსიქოლოგიურ მონოდრამას ,,თქვენო უდიდებულესობავ"

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი კოტე აბაშიძე დადგამს.

„თქვენო უდიდებულესობავ“ მონოსპექტაკლია, სადაც დალაქის პერსონაჟს მსახიობი  ზვიად სვანაძე განასახიერებს.

სპექტაკლიდან ფრაგმენტები გასულ წელს სეზონის გახსნაზე „მწვანე თეატრის“ სცენაზე წარმოადგინეს. 

დასაწყისი 17 საათზე.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში (431) 24 56 41 და საიტზე biletebi.ge.


ფოტო: მესხიშვილის თეატრი
Print
თეგები: #პრემიერა