ახალი ამბები
მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
FaceBook
მამაკაცს, რომელიც მდინარე რიონში გადახტა მერვე დღეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სამაშველო ძალები.

,,ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით, თუმცა ამ ეტაპზე დაკარგული მამაკაცის პოვნა ვერ ხერხდება“, -  აღნიშნავენ პრესსამსახურში.

რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, 10 აპრილს გადახტა. ხეობაში ამბობენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად სადილობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში თბილისის სამაშველოც ჩაერთო
Print