ახალი ამბები
პოლიციამ გუმათჰესთან რკინის კონსტრუქციები აიღო
FaceBook
რიონის ხეობაში სამართალდამცავებმა გვიან ღამით რკინის ის კონსტრუქციები აიღეს, რომელიც ხეობას შუაზე ჰყოფდა.

გუმათჰესთან ბარიკადების მოხსნა, ხეობის მცველებისთვის დიალოგის დაწყების სამი წინაპირობიდან ერთ-ერთი იყო. გზის გახანა, ხეობაში ჰესის სამუშაოების შეწყვეტა და კარვების აღდგენის მოთხოვნა პროტესტის მონაწილეებმა 15 აპრილს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე წამოაყენეს.

მოლაპარაკების მეორე დღეს ხეობაში პოლიციელების რაოდენობა განახევრდა, 17 აპრილის ღამეს კი რკინის კონსტრუქციები აიღეს. ხეობის მცველები ახლა ხელისუფლებისგან დანარჩენი ორი მოთხოვნის შესრულებას ელოდებიან.
Print