ახალი ამბები
"არ მინდა ასეთი ჰესი" - ზესტაფონელების სოლიდარობა ხეობის მცველებს
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  წევრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ზეტაფონის მცხოვრებლებმაც. სოლიდარობის ნიშნად ისინი პროტესტის ადგილზე, გუმათჰესთან მივიდნენ. 

"არ მინდა ასეთი ჰესი თუ ჩემი მიწა-ფესვები განადგურდა", - ამ სლოგანით ზესტაფონის მოქალაქეებმა დღეს მხარადჭერა გამოთქვეს ხეობის მცველების მიმართ. 

რიონის ხეობაში სოლიდარობის გამოსაცხადებლად ასევე,  ჩავიდნენ სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ასევე, ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისშიც "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა, ახალციხეშიც და ავტრიაში მცხოვრებმა ქართველებმაც. 

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print