ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს შვიდი წელი მიესაჯა
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი ნაფიცმსაჯულებმა გაამართლეს.
სასამართლო პროცესი 15 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 

ნაფიცმსაჯულების  მიერ გამოტანილი ვერდიქტის მიხედვით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილშია დამნაშავე.  რისთვისაც მას მოსამართლემ  7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ქუთაისში მკვლელობა 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე ბრალდებული შესაძლოა გათავისუფლდეს

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Print