ახალი ამბები
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 24 917 ადამიანი აიცრა
FaceBook
15 აპრილის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 24 917 ადამიანმა გაიკეთა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მზარდია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ არსებული აქტივობა გასაზრდელია.

„ვაქცინაციაზე მიმართვიანობა იზრდება. ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ ვაქცინაციისადმი ნდობა აღდგენილიყო", - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.  

საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედეპერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო, 65 + ასაკის ადამიანებისთვისაც გახდა აცრა ხელიმისაწვდომი. დღეის მდგომარეობით აცრა შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებსაც.





Print