ახალი ამბები
ქუთაისელი ახალგაზრდა google-ის თანამშრომელი გახდა
FaceBook
ბაკურ ცუცხაშვილი google-ის ვარშავის ოფისის თანამშრომელი გახდა.
ის  უკვე გაემგზავრა და  შეუერთდა Data Source Modeling-ის გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე. 

google-ის ვარშავის ფილიალში მას კონტრაქტი 19 აპრილს გაუფორმდება.

ბაკური ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებულია.

ის ამჟამად "თავისუფალ უნივერსიტეტში" კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.

ბაკურ ცუცხაშვილი ჯერ 22 წლისაა. 

იგი ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო და ევროპის ოლიმპიადების მონაწილე და არაერთგზის გამარჯვებულია.
Print