ახალი ამბები
"არა ნამახვანჰესს" - საპროტესტო აქცია თბილისში
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ თბილისშიც.

"არა ნამახვანჰესს!"  "ქართული მიწა არ იყიდება" - ამ სლოგანით ფილარმონიასთან  "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერები ფილარმონიასთან აქციას მართავენ.
ისინი რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები   შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება. ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები დღესაც, კიდევ ერთხელ შეეცდებიან  სოფელ ნამოხვანში შესვლას, რომელიც 13 დღეა აუკრძალეს.

ვითარება 3 აპრილიდან დაძაბულია.

12 და 13 აპრილს ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ, 13 აპრილს, გვიან ღამით მშვიდობიანი აქცია დაარბია და 10 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ნაწილის პროცესი დღეს გაიმართება.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 172 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ფოტო: მთავარი არხი
Print