ახალი ამბები
ქუთაისი „სუფთა ქალაქის“ ნომინაციის გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისი კონკურსის "სუფთა რეგიონი 2020" ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით  და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით,  წელს მეხუთედ ჩატარდა.  გამარჯვებულები  8 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც ქუთაისმა ყველაზე სუფთა ქალაქის სტატუსი მიიღო ნარჩენების მართვის პრაქტიკაა. ნარჩენების ამოღება-გატანის სერვისი,  მოსახლეობის წვდომა ნაგვის ურნებზე ქუთაისში უკეთესადაა ორგანიზებული, ვიდრე სხვა ქაალქებში. 

იმერეთის რეგიონიდან ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ ხონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა ლუიზა ფანცულაიამ გაიმარჯვა. 


ლუიზა ფანცულაიას ეზო



2020 წლის "სუფთა რეგიონის" კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

,,სუფთა რეგიონი 2020" - კახეთის რეგიონი

"სუფთა ქალაქი 2020" - ქ. ქუთაისი

"სუფთა მუნიციპალიტეტი 2020" - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

,,სუფთა სოფელი 2020" - სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

,,ლამაზი აივანი 2020" - რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი)

"სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020" - ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი)

"საწარმოს ლამაზი ეზო 2020" - შპს "ღვინაშვილების მარანი" (ქ. საგარეჯო)

"ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)

კონკურსი ჩატარდა პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში.
Print