ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ყაზახური კომპანია იწყებს
FaceBook
საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია "FlyArystan" იწყებს.
პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი მიმართულებითაა ( აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი) დაგეგმილი.

"2 მაისიდან ფრენები კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-აქტაუ და ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით შესრულდება, 4 მაისიდან კი ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით განხორციელდება,"- აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის საფუძველზე შემოდიან.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.
Print