ახალი ამბები
ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმების შეფუთვას ნოემბრის ბოლოს გეგმავენ
FaceBook
მერია  პალმების შესაფუთად  ტენდერი გამოაცხადა.


ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული პალმების შეფუთვას ნოემბრის ბოლოს გეგმავენ. ქუთაისის მერიის კეთმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ პალმები ყოველწლიურად ამ დროს იფუთება.

პალმების შესაფუთვაზე პასუხისმგებლობა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად შპს "ქალაქსერვისმა" აიღო. აღნიშნული სამუშაოების სანაცვლოდ კომპანია ბიუჯეტიდან  265 377 ლარს მიიღებს.

ქუთაისში 300 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმების ხეივანი 2011 წელს გაშენდა, რომლისთვის ადგილობრივი ბიუჯეიდან 960 000 ლარი დაიხარჯა.
Print