ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები სხვადასხვა ქალაქის დაკეტვას აანონსებენ
FaceBook

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დღევანდელი დღე პროტესტის ადგილას გაათიონ.


ხვალიდან კი, შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსვლები დაიწყონ.

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხვალინდელ დღეს, უკვე ჩვენ შევძლებთ გამოვაცხადოთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეების გამოსვლა და ბლოკირება მთელი ქვეყნის, თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველამ გამოვიდეთ, ჩვენი სიმრავლით ვუთხრათ ხელისუფლებას, იყავი ჩვენი მსახური და თუ შენ არ მოემსახურები ქართველ ხალხს, ჩვენი ერის სულისკვეთება გაგტეხავს წელში,” - ამბობს ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ცოტა ხსნის ქუთაისის ცენტრში რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სოლიდარობის აქციას შეუერთდა.

გოლეთიანმა შეკრებილ მოქალაქეებს პროტესტის მშვიდობიან ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.

"გუშინ საპოლიციო ძალები სასტიკად გაგვისწორდა, ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ მივიღებდით ამ სურათს, რაც ახლა ქუთაისის ცენტრშია. ჩვენი შეკრება ყოველთვის იწყება მოწოდებით, მშვიდობიანად უნდა ვეცადოთ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. მშვიდობიანმა ქმედებამ მოგვიყვანა ამ დღემდე,” - ამბობს გოლეთიანი.

ხეობის მცველების მხარდამჭერთა სოლიდარობის მსვლელობა ქუთაისიდან გუმათში უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ გზები გადაკეტა.

დილის შემდეგ რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დილის 7 საათზე პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა.

13 აპრილს ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და 6 ადამიანი დააკავეს.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტების დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print