ახალი ამბები
ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა ხეობის მცველების მხარდასაჭერად
FaceBook

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი საპროტესტო  აქცია მიმდინარეობს.

ავტომობილების კოლონა ქალაქის ცენტრიდან რიონის ხეობისკენ  გაემართებიან.   




"ის ხალხი ვიკრიბებით ვისც სჯერა, რომ ჩვენი მიწა არ უნდა გაიყიდოს! მე თქვენი იმედი მაქვს! მე ვიცი რომ თქვენ სახლში არ იჯდებით!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქცია მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა რაც , 13 აპრილს პოლიციამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და აქტივისტები დააკავა.

ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და  6 ადამიანი დააკავეს.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტების   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print