ახალი ამბები
მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში თბილისის სამაშველოც ჩაერთო
FaceBook
მამაკაცს, რომელიც მდინარე რიონში გადახტა, ხუთი დღეა ეძებენ.

სამძებრო ოპერაციაში მაშველები სხვადასხვა რეგიონდან იყვნენ ჩართული, რომლებსაც ახლა თბილისიდან დამატებითი ჯგუფიც დაემატა.

"პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში.

რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, 10 აპრილს გადახტა. ხეობაში ამბობენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად  სადილობდა, რის შემდეგ გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა და წყალში შევიდა. 

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. 

Print