ახალი ამბები
"შეწყვიტეთ აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს" - პოლიცია მცველებს
FaceBook
რიონის ხეობაში სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს ჯებირებზე "ბრახუნი" აუკრძალა.

ამ მიზნით პოლიციამ გუმათჰესთან აღმართული ჯებირების წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. მანამდე კი, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა.

"შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს", - განუმარტა სულხან თამაზაშვილმა.

ხეობის მცველები განმარტავენ, რომ პოლიცია უკვე პროტესტსაც უშლით, რაც უსამართლოა.

"ამ ჯებირზე ხელებს აბრახუნებენ ჩვენი თანამებრძოლები, მათ (პოლიციამ) თქვეს, რომ თუ ეს არ შეწყდება, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას. ყველანაირი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის გვაქვს აკრძალული. გაცხადებული პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომ რესპრესიული გზებით უნდა ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი და ამისთვის ყველანაირ ფორმას მიმართავს. მათ შორის ის, რომ დათგრუნოს ადამიანები ფსიქოლოგიურად", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს. 6 ადამიანი კი დააკავეს.

ხეობის  მცველები დარბევის შემდეგ, იძულებული გახდნენ გუმათჰესთან დაბრუნებულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. დილით კი, გუმათჰესთან ჯებირები









Print