ახალი ამბები
შსს რიონის ხეობაში აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო  რიონის ხეობაში 6 ადამიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.


“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს",  - ნათქვამია განცხაებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მშვიდობიანი აქივისტების დარბევის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 6 ადამიანი დააკავა.

ხეობის მცველებს პროტესტის 171-ე ღამის გათენება კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს. 6 ადამიანი კი დააკავეს. თუმცა დარბევის შემდეგ, იძულებული გახდნენ გუმათჰესთან დაბრუნებულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ.

კომპანია "ენკას" ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს არ უშვებდნენ. მცველები ხეობის გახნას და სოფელ ნამოხვანში პროტესტის ადგილზე დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც 10 აპრილის შემდეგ აქვთ აკრზალული.

ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან შეზღუდულია, ხოლო 11 აპრილს სოფელ ნამოხვანში ხეობის მცველების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და ადგილი მძიმე ტექნიკით გადახნეს. მიზეზი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მდინარე რიონის შესაძლო ადიდებაა.
13 აპრილს კი, მშვდობიანი აქტივისტები კი პოლიციამ დაარბია.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისს.
Print